"მადნეულის“ საბადოს ანალოგი უკვე აღმოჩენილია საქართველოში - ჩვენ შეგვიძლია ზვავისებურად გავზარდოთ ოქროს მარაგი, ასეულობით ტონაზეა საუბარი“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა სანდრო თვალჭრელიძემ "პალიტრანიუსისა“ და რადიო "პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
"კომპანია არ მინდა დავასახელო, სანამ მარაგი არ არის გათვლილი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ ეს სამუშაოები გაგრძელდა, ჩვენ ოქროს წარმოების პოტენციალს ზვავისებურად გავზრდით რამდენიმე წელიწადში.
2030-2031 წლისთვის გვექნება პრეტენზია, რომ გავხდეთ მთავარი ოქროს მწარმოებელი მთელს რეგიონში. და, არა მარტო ამიერკავკასიასა და სამხრეთ კავკასიაში, არამედ თურქეთისა და ირანის ჩათვლით.
ჩვენ შეგვიძლია ზვავისებურად გავზარდოთ ოქროს მარაგი, ასეულობით ტონაზეა საუბარი. „მადნეული“ {ბოლნისის რაიონში მდებარე მადნეულის ოქრო-სპილენძ-ბარიტ-პოლიმეტალების საბადო}, რომელიც იყო ყველაზე დიდი, მისი ანალოგი უკვე აღმოჩენილია და ბევრი აღმოჩენა კიდევ წინ გველის...განაგრძეთ კითხვა