სარძევე ჯირკვლის პრობლემები დღეს მსოფლიოშიც და საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. საზოგადოებაში არსებული შიშის მიუხედავად, სწორი ინფორმაცია და დროული პრევენცია გადამწყვეტია.
რამდენადაა გავრცელებულია ძუძუს პრობლემები საქართველოში, ამაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ბოლო მონაცემები ასეთია - ყოველი მე-8 ქალი ძუძუს კიბოს განვითარების რისკის ქვეშ იმყოფება.
თუმცა, პანიკის საფუძველი არ არსებობს: სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძუძუში აღმოჩენილი კვანძების 77% კეთილთვისებიანია (არაავთვისებიანი). მთავარია, მათ დროულად მიექცეს ყურადღება და დაინიშნოს სწორი მკურნალობა, რომ მომავალში გართულებები თავიდან ავიცილოთ.
თემაზე ონკოლოგი, მამოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ჩოლოყაშვილი გვესაუბრება.
სიმსივნის გავრცელება ასაკის მიხედვით ასე ნაწილდება:
- რა სიმპტომების დროს უნდა მიმართონ მამოლოგს?
- აქ ყველაზე მარტივი წესი ასეთია: ნებისმიერი ვიზუალური თუ ფიზიკური ცვლილება, რასაც სარკის წინ შენიშნავთ, ყურადსაღებია. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ:
- საგანგაშოა თუ არა ტკივილი ძუძუში?
- სარძევე ჯირკვლის ტკივილი (მედიცინაში მას მასტალგიას უწოდებენ) ძალიან გავრცელებული ჩივილია, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებში. საინტერესოა, რომ მხოლოდ ტკივილი იშვიათადაა სიმსივნის ნიშანი.
ტკივილი ძირითადად ორგვარია:
- რამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი?
- რა იწვევს ძუძუში სხვადასხვა წარმონაქმნებს?
- ყველა წარმონაქმნი კიბოს არ ნიშნავს. სარძევე ჯირკვალში კვანძების გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს:
ძირითადი ხელშემწყობი რისკ-ფაქტორებია:
- როგორ ხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
- თანამედროვე მედიცინა პრობლემის დასადგენად რამდენიმე ეტაპს გადის:
მნიშვნელოვანია: მხოლოდ სრული გამოკვლევის (საერთაშორისო TNM სისტემით სტადირების, ჰორმონული რეცეპტორებისა და HER2 სტატუსის გარკვევის) შემდეგ იგეგმება ინდივიდუალური მკურნალობის ტაქტიკა. ეს შეიძლება მოიცავდეს ოპერაციას, ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას ან პერსონალიზებულ იმუნოთერაპიას.
თვითგასინჯვა და პროფილაქტიკა - გადარჩენილი სიცოცხლე თვითგასინჯვა უმარტივესი და უფასო მეთოდია, რომელიც სიმსივნის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის საუკეთესო გარანტიაა. იაპონიასა და სკანდინავიის ქვეყნებში სწორედ ამ ჩვევამ მინიმუმამდე დაიყვანა ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა.
ხელოვნებიდან რამდენიმე საინტერესო ფაქტზე მოგახსენებთ: ონკოლოგებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა აღმოაჩინეს, რომ დიდმა მხატვრებმა თავიანთ ტილოებზე ფოტოგრაფიული სიზუსტით ასახეს ძუძუს კიბოს სიმპტომები. მაგალითად, რემბრანტმა რამდენიმე ნახატზე ასახა თავისი ცოლისა და მუზის - სასკიას დაავადების დინამიკა. მსგავსი ნიშნები (მარჯვენა ძუძუს კიბო) მკაფიოდ ჩანს რუბენსის ცნობილ ტილოზეც - „სამსონი და დალილა“.
- კვლევა როდის უნდა ჩატარდეს?
- ყოველ თვე, მენსტრუალური ციკლის დასრულებიდან მე-3-5 დღეს, შხაპის მიღების წინ.
- როდიდან და რამდენ ხანში ერთხელ მივმართოთ ექიმს?
18 წლის ასაკიდან: რეკომენდებულია ყოველწლიური პროფილაქტიკური ვიზიტი გინეკოლოგთან და მამოლოგთან, თვითგასინჯვის პარალელურად.
40-დან 70 წლამდე: ეს არის ძირითადი ასაკობრივი რისკ-ჯგუფი (თუ გენეტიკური წინასწარგანწყობა არ არსებობს), ამიტომ ამ ასაკში რეგულარულ მამოგრაფიულ სკრინინგს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. დროული მიმართვა სრული განკურნების წინაპირობაა!