ავტორი:

“ევროპელი ლიდერები აპირებენ დაარწმუნონ დონალდ ტრამპი, მხარი დაუჭიროს რუსეთსა და უკრაინას შორის ახალ სამშვიდობო მოლაპარაკებებს“ - Bloomberg

“ევროპელი ლიდერები აპირებენ დაარწმუნონ დონალდ ტრამპი, მხარი დაუჭიროს რუსეთსა და უკრაინას შორის ახალ სამშვიდობო მოლაპარაკებებს“ - Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, მომავალ G7 სამიტზე ევროპული სამეულის ლიდერები აპირებენ დაარწმუნონ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მხარი დაუჭიროს რუსეთსა და უკრაინას შორის ახალ სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

მათი თქმით, საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის ლიდერები თვლიან, რომ ომის მიმდინარეობა ბოლო დროს უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა, რაც ქმნის შესაძლებლობას მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც ე.წ. „ანკორიჯის შეთანხმების“ ფარგლებს სცდება.

“გასულ წელს ალასკაში გამართული ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, მოსკოვი ცდილობს უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება მოიცავდეს კიევის მიერ მთელი დონბასის დათმობას,“- წერს სააგენტო.

Bloomberg-ის ცნობით, პარიზს, ბერლინს და ლონდონს სურთ მოლაპარაკებების დაწყება ევროპის, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებთან უკვე მომავალ თვეში.

G7 სამიტი 15-17 ივნისს, ჟენევის ტბის სანაპიროზე მდებარე საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში გაიმართება. გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტის ერთ-ერთ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.