სენაკში შვილმა მამა დაჭრა. შემთხვევა ზუგდიდის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის მამაკაცს დაზიანება, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილობრივის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 19/109-ე მუხლით, რაც გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას.
უწყების ცნობით, ბრალდებული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.