უკრაინას ბრძოლის ველზე რუსეთთან დროებითი უპირატესობის გასამყარებლად მოკავშირეებისგან დამატებით 20 მილიარდი დოლარის გამოყოფა სურს, - ინფორმაციას POLITICO უკრაინის თავდაცვის სექტორის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინა 20 მილიარდი დოლარის შესახებ თხოვნას 18 ივნისს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. რამშტეინის ფორმატის შემდეგ შეხვედრაზე წარადგენს.
ოფიციალური პირის განმარტებით, მიზნის მისაღწევად თითოეულ მოკავშირეს 2-დან 6 მილიარდ დოლარამდე სთხოვენ და ეს შეიძლება იყოს დახმარების ან სესხის სახით.
უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტი წელს 4.4 ტრილიონი გრივნა (85 მილიარდი ევრო) იქნება და 20 მილიარდი დოლარი ამ თანხას უნდა დაემატოს.
უკრაინა მშპ-ს დაახლოებით 40 პროცენტს თავდაცვაზე ხარჯავს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.