ბათუმში გასროლის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა ახალ ბულვარში მოხდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი ადგილზევე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.