ავტორი:

11 წლის წინ გაუჩინარებული მოდელის სახელი ეპშტეინის ფაილებშია მოხსენიებული -"ვფიქრობ, ის აღარ არის ცოცხალი, რაღაც დაუშავეს": მედია მორიგი სკანდალზე წერს

11 წლის წინ გაუჩინარებული მოდელის სახელი ეპშტეინის ფაილებშია მოხსენიებული -"ვფიქრობ, ის აღარ არის ცოცხალი, რაღაც დაუშავეს": მედია მორიგი სკანდალზე წერს

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე ახალ ფაზაში შედის. 11 წლის წინ გაუჩინარებული მოდელის სახელი, სკანდალური მილიარდერისა და პედოფილიაში მხილებული ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში ამოტივტივდა.

  • ვინ არის მიშელი და როგორ უკავშირდება ის ეპშტეინს?

გოგონა, რომელსაც გამოძიება მხოლოდ სახელით - მიშელით მოიხსენიებს, გერმანიაში მდებარე საკუთარი სახლიდან 2015 წლის სექტემბერში გაუჩინარდა. იმ დროს ის 22 წლის იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მიშელს კავშირი ჰქონდა მოდელების სკაუტთან, დანიელ სიადთან, რომელიც თავის მხრივ ეპშტეინთან იყო დაახლოებული. გამოძიების მასალების მიხედვით, სიადი ეპშტეინს მოდელების ფოტოებსა და მათ მონაცემებს (ზომებს) უგზავნიდა. ერთ-ერთ ასეთ წერილში, სადაც მიშელის ფოტოებიც იყო, სკაუტი პედოფილ მილიარდერს სწერდა: "ის ძალიან მოგეწონებათ".

მიუხედავად ამ მიმოწერისა, ამ ეტაპზე არ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ მიშელი და ეპშტეინი ოდესმე ერთმანეთს შეხვდნენ. თავად სკაუტი, დანიელ სიადი, ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და მის საქმეს იძიებენ - მას ეპშტეინისთვის ქალების მიყვანასა და მათზე ძალადობაში დახმარებას ედავებიან, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს.

დანიელ სიადი

გაუჩინარებული მოდელის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ცოცხალი აღარ არის.

"ვფიქრობ, ის აღარ არის ცოცხალი. მას რაღაც დაუშავეს", - აცხადებს სასოწარკვეთილი ქალი. ეპშტეინის ორი ყოფილი თანაშემწე კი ამბობს, რომ მათ მიშელი არასდროს უნახავთ.

  • ახალი დეტალები

ეპშტეინის საქმეში სკანდალური ფაილებიდან სხვა დეტალებიც ხდება ცნობილი. მაგალითად, ყოფილმა მოდელმა ლიზა ფილიპსმა განაცხადა, რომ ეპშტეინმა ერთ-ერთ ახალგაზრდა ქალს აიძულა სექსუალური კავშირი დაემყარებინა პრინც ენდრიუსთან, რამაც გოგონას მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა. პრინცი ენდრიუ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ამავე საქმეში ფიგურირებს მილიარდერი ბილ გეითსიც. მან კონგრესს განუცხადა, რომ ეპშტეინმა იცოდა დეტალები მისი პირადი ცხოვრებისა და ქორწინების გარეშე ურთიერთობების შესახებ და ამ ინფორმაციით მის დაშანტაჟებას ცდილობდა.

ჯეფრი ეპშტეინმა, რომელიც ბავშვთა სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით სასამართლოს მოლოდინში იყო, 2019 წელს ციხის საკანში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

წყარო

იხილეთ ასევე: