ავტორი:

მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორები დამონტაჟდება - რა დეტალებზე საუბრობს მინისტრი

მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორები დამონტაჟდება - რა დეტალებზე საუბრობს მინისტრი

ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, ქვეყნის მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორების დამონტაჟება იგეგმება.

  • როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, სპეციალური სასწორებით მძიმე სატვირთო მანქანების წონა დაფიქსირდება.

„ვმუშაობთ, რომ ჩვენს მაგისტრალებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები, რომლითაც მძიმე სატვირთო მანქანების წონა დაფიქსირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი გზებისთვის არის გადატვირთული სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რაც აზიანებს გზას“, -აღნიშნა მინისტრმა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.