ავტორი:

"ნიკამ "ინბოქსში" მომწერა, რომ შეწუხებული იყო... მივწერე, საჯაროდ როდის დაწერ-თქო... ნანუკა და ნიკა ჩემი მეგობრები არიან, მათგან გამიკვირდა" - ჟორჟოლიანი პატიმრობის დღეებზე

"ნიკამ "ინბოქსში" მომწერა, რომ შეწუხებული იყო... მივწერე, საჯაროდ როდის დაწერ-თქო... ნანუკა და ნიკა ჩემი მეგობრები არიან, მათგან გამიკვირდა" - ჟორჟოლიანი პატიმრობის დღეებზე

"ჩვენი ურთიერთობა იმედის დასანქცირებაზე არ გადის“ - ნანუკა ჟორჟოლიანის ეს ფრაზა ალბათ ყველაზე ზუსტად გამოხატავს იმ იმედგაცრუებას, რომელიც ტელეწამყვანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ დაუტოვა.

  • თემურ ებიტაშვილის პოდკასტში სტუმრობისას ნანუკამ პირდაპირ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იყოფა დღეს ცნობილი სახეების ყოველდღიურობა პოლიტიკის გამო "ბაბლებად" და რატომ ხდება საჯარო სივრცეში პოზიციის დაფიქსირება უფრო რთული, ვიდრე პირადი შეტყობინებების მიწერა.

ვისგან გაუკვირდა და ვისგან არ გაჰკვირვებია მხარდაჭერა ტელეწამყვანს, რომელიც სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ იზოლატორში გადაიყვანეს, ამაზე პოდკასტში საუბრობს:

- არ გამიკვირდა ეკა ხოფერიასგან. მისი მხარდაჭერა გაუკვირდათ ჩვენი „ბაბლის“ ტიპებს. მე არ გამიკვირდა. ეკას ვიცნობ და ასეთია. რუსთავი 2-ში მე ეკას ხელში დავიწყე ყველაფერი, ეკა იყო ის ადამიანი, რომელსაც პირველად შევხვდი, ეროსიმ რომ მიმიყვანა რუსთავი 2-ზე. ეკას ხელში გაიარა ჩემმა ყველაფერმა, ჩვენ ძალიან მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს,. ადამიანურ პატივისცემაზე დგას ჩვენი ურთიერთობა, რაც მე ვფიქრობ, პოლიტიკაზე მაღლა დგას.

იყო რაღაც სტატუსები რომელიც ძალიან მესიამოვნა. მაგალითად ალექსანდრა პაიჭაძის, არ ევალებოდა, არ არის ალექსანდრა პოლიტიკაში, ნუკისგან არც გამკვირვებია. ერთადერთი ვისგანაც ველოდი, გამიკვირდა არ დაწერა, ორი ადამიანი იყო: ნანუკა გულუა, რომელიც ჩემი მეგობარია, ნიკა წულუკიძე არის ჩემი მეგობარი. წლების განმავლობაში ერთად გავიარეთ, გამოვიარეთ, შევიარეთ, შემოვიარეთ, ვიცინეთ, ვიტირეთ.

ნიკამ ერთხელ "ინბოქსში" მომწერა, როცა ჩხრეკაზე შემოვიდნენ ჩემთან. მივწერე, საჯაროდ როდის დაწერ, როცა დამიჭერენ-თქო. მერე დაწერ საჯაროდ, რომ არასწორია ეს ყველაფერი-თქო. ინბოქსში იყო ისეთი პათოსი როგორი შეწუხებულიყო იყო, რა სიგიჟეა რაც ხდება. ამ აღშფოთებას როდის დავინახავ, როცა დამიჭერენ-თქო. არ აღმოჩნდა საკმარისი ჩემი დაჭერა, იმისთვის რომ ნიკას რაღაც ეთქვა, ნანუკას რაღაც ეთქვა.

ჩემი და ნანუკას ურთიერთობა და არც ჩემი და ნიკასი, იმედის დასანქცირებაზე არ გადის. ისინი რომ დაეჭირათ "იმედის" თანამშრომლის სტატუსით, ყველაფერს გავაკეთებდი. მაგალითად, ბასლას გარდაცვალებაზე მე დავწერე სტატუსი. სიგიჟე ხდებოდა ჩვენს "ბაბლში", ვერ გამიგეს, ჩამქოლეს, მე ვფიქრობ რომ სწორი იყო ეს, ჩვენი ურთიერთობა მრავალწლიან გამოცდილებაზე იდგა.