საქართველოში უნგრეთის საელჩო „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, რა სახის სამუშაო ვიზების გაცემა შეწყდა საქართველოს და მასთან ერთად სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის.
უნგრეთის საელჩოს ინფორმაციით, მოქმედი კანონის თანახმად, კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებამდე უნგრეთში სტუმარი მუშაკის (guest worker) სტატუსით სამუშაო ნებართვის მიღების ოთხი მიზნობრივი კატეგორია არსებობდა:
აღნიშნული ნებართვების კატეგორიებიდან მხოლოდ ბოლო - სტუმარი მუშაკის ბინადრობის ნებართვა გაუქმა და ეს არ უკავშირდებოდა რაიმე სახის დარღვევებს.
საელჩოს ინფორმაციით, საკონსულოში აღნიშნული ტიპის ბინადრობის ნებართვის მიღება ისედაც იშვიათად იყო მოთხოვნილი.
„კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება ეხება „სტუმარი მუშაკის“ ბინადრობის ნებართვის ტიპს „დასაქმების“ (employment) მიზნით ბინადრობის ნებართვის კატეგორია კვლავ ხელმისაწვდომია, ხოლო „სტუმარი მუშაკის“ (guest worker) კატეგორია, რომლის მოთხოვნაც შეღავათიანი დამსაქმებლებისა და კვალიფიციური დროებითი დასაქმების სააგენტოების მეშვეობით იყო შესაძლებელი, გაუქმებულია.
მიუხედავად ამისა, „სტუმარი მუშაკის“ ნებართვის მისაღებად განაცხადების შეტანა საკონსულოებში კვლავ შესაძლებელია, თუმცა საქმის განმხილველი ორგანო ასეთ განაცხადებს უარყოფს.
გაუქმებული ნებართვის ტიპი დაჩქარებულ პროცედურას მხოლოდ საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფდა. სხვა არც ერთი ქვეყნის მოქალაქეებს ამ შესაძლებლობით სარგებლობა არ შეეძლოთ. გარდა ამისა, აღნიშნულ ნებართვაზე განაცხადის შეტანა მხოლოდ დამსაქმებელთა მკაცრად განსაზღვრულ ჯგუფს შეეძლო.
საკანონმდებლო ცვლილების მიზეზებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ეს გადაწყვეტილება რაიმე დარღვევას არ უკავშირდება. ჩვენი საკონსულო განყოფილების პრაქტიკაში აღნიშნული ტიპის ნებართვა მხოლოდ იშვიათად მოითხოვებოდა. მოთხოვნილი ნებართვების ძირითადი ნაწილი „დასაქმების მიზნით“ (employment purpose) ბინადრობის ნებართვაზე მოდის, რომელიც განსხვავებული კატეგორიის ნებართვაა.
მომავალშიც შესაძლებელი იქნება განაცხადების შეტანა შემდეგი ტიპის ნებართვებზე იმავე პირობებით:
სეზონური სამუშაოს მიზნით;
ინვესტიციასთან დაკავშირებული დასაქმების მიზნით;
დასაქმების მიზნით;
სტუდენტებისა და მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საქმიანობაში დასაქმებული პირების მობილობის მიზნით.
იგივე წესი ვრცელდება ოჯახთან გაერთიანების მიზნით მოთხოვნილ ბინადრობის ნებართვებზეც,“ - განაცხადა უნგრეთის საელჩომ.