“თქვენი მოგონილი სასჯელები არ და ვერ გამაჩერებს! - ბოლომდე!“, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია საპატიმროდან გავრცელებულ მიმართვაში წერს.
“საბრალო რუსო ქოცნო! ახლა კარგად მომისმინეთ!
1) ყოველთვის, შესაძლებლობის მიხედვით, მქონდა და მექნება აქციისთვის სასარგებლო ყველა არაძალადობრივი ნივთი: ლაზერიც, გენერატორიც, თავისი ბენზინით, პარალონიც, პლედიც და პუფიც. არაძალადობრივს იმიტომ კი არ ვამბობ, რომ თქვენი მეშინია, უბრალოდ ჩვენ ორს შორის, მოძალადე თქვენ ხართ, მე კი, სწორედ ძალადობას ვებრძვი. და იმით, რომ ლაზერს და ფეიერვერკს დაძაბული ხმით იტყვით, ის ძალადობრივი ნივთი ვერ გახდება და ყოველთვის მექნება, როცა საჭირო იქნება. ასევე, ყველა მოძალადე - პოლიციელად წოდებული - ძალადობაზე მიიღებს პასუხს, როგორიც ჩემგან არაერთხელ მიუღიათ. ჰკითხეთ მემანიშვილს, თელავის პოლიციას, პოზნერის ელარჯის მცველებს და ა.შ.
2) ასევე, 2022 წლიდან ვმუშაობდი, ვმუშაობ და ვიმუშავებ მოღალატე რუსების დასანქცირებაზე. ამაზე ვთანამშრომლობდი უკრაინასთანაც, ბრიტანეთთანაც და სხვა ქვეყნებთანაც.
ვამაყობ ამ საქმით და თქვენი მოგონილი სასჯელები არ და ვერ გამაჩერებს. მგონი, გასაგებად ავხსენი.
P.S. იმ ქალსაც გადაეცით ეს, მანტია რომ ჩამოაცვით და მოსამართლედ გვასაღებთ.
ბოლომდე!,“ - წერს ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ მიმართვაში.