ირანის მიერ გაჟონილ პირობებს საერთო არაფერი აქვს წერილობით შეთანხმებულ პირობებთან, ძალიან არაკეთილსინდისიერი ხალხია, მათთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკება შეუძლებელია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ძალიან არაკეთილსინდისიერი ხალხია. მათთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკება შეუძლებელია. საოცარია! ასევე, გუშინ ღამით ჰორმუზის სრუტიდან გამოსული ინდოეთის გემების წინააღმდეგ მათი დრონებით წარუმატებელი თავდასხმა სრულიად მიუღებელია. სჯობს გონზე მოვიდნენ და სწრაფად!” - წერს ტრამპი.