"საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციამ“ ჯარიმების შემცირების მიზნით, საკანონმდებლო წინადადება მოამზადა და პარლამენტს უკვე წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებები იგეგმება. მისი თქმით, ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებსაც. თუმცა, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი თუ კონკრეტულად რა ტიპის დარღვევებზე გეგმავს "ქართული ოცნება“ ფულადი სანქციების შემცირებას.
"ასოციაცია სრულად იზიარებს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირებისა და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებს... წაიკითხეთ ვრცლად