ავტორი:

"ვაშინგტონი და თეირანი ახლოს არიან ურთიერთგაგების თაობაზე მემორანდუმის გაფორმებასთან" - აბას არაღში

"ვაშინგტონი და თეირანი ახლოს არიან ურთიერთგაგების თაობაზე მემორანდუმის გაფორმებასთან" - აბას არაღში

ვაშინგტონი და თეირანი ახლოს არიან ურთიერთგაგების თაობაზე მემორანდუმის გაფორმებასთან, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

  • "ურთიერთგაგების თაობაზე ისლამაბადის მემორანდუმი არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს. მისი დასრულების მოლოდინში მედიამ თავი უნდა შეიკავოს მის შემცველობაზე სპეკულაციაში შესვლისგან.

ჩვენი პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე მიდგომის შესაბამისად, ყველა დეტალი საზოგადოებას დროულად მიეწოდება“, - წერს არაღჩი.