ავტორი:

თურქეთში თვითმფრინავი, 267 მგზავრით, რადარის ანძას შეეჯახა - ჩამოვარდა ჟანგბადის ნიღბები: ქაოსი ბორტზე: რა დეტალებია ცნობილი მომხდარის შესახებ

თურქეთში თვითმფრინავი, 267 მგზავრით, რადარის ანძას შეეჯახა - ჩამოვარდა ჟანგბადის ნიღბები: ქაოსი ბორტზე: რა დეტალებია ცნობილი მომხდარის შესახებ

თურქეთში, ანტალიის აეროპორტში დაფრენის შემდეგ, სამგზავრო ლაინერი, რომლის ბორტზეც 267 მგზავრი იმყოფებოდა, რადარის ანძას შეეჯახა, რის შედეგადაც თვითმფრინავის კორპუსმა მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო.

ავიაკომპანიის განცხადებით, “თურქეთის ავიახაზების“ კუთვნილი “ Boeing 777“ , რომელიც ანტალიის აეროპორტში სტამბოლიდან ჩაფრინდა, ასაფრენ ზოლზე “გეითისკენ“ გადაადგილებისას მარჯვენა ფრთით ბოძს გამოედო.

შეჯახებამ თვითმფრინავის კორპუსი გახვრიტა, რამაც ბარგის ზედა სათავსოს მოგლეჯა და რამდენიმე რიგში ჟანგბადის ნიღბების ავტომატური ჩამოყრა გამოიწვია, რასაც მგზავრებში პანიკა მოჰყვა. კადრებში ჩანს, როგორ ჰკიდია სათავსოებიდან ჩამოცვენილი ნიღბები იმ დროს, როდესაც მგზავრები თვითმფრინავს ტოვებენ.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ყველა მგზავრის ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა, ერთმა ადამიანმა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო.

წყარო