აშშ-მა ვენესუელური დაჯგუფების „ტრენ დე არაგუას“ ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელა, - ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.
"ჩემი ბრძანებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ ლეტალური კინეტიკური დარტყმით წარმატებით განახორციელა ნინიო გერეროს ლიკვიდაცია, რომელიც „ტრენ დე არაგუას“ ცნობილი ლიდერია. ეს დაჯგუფება პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციაა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
"ეს ვენესუელაში ჩვენს მეგობრებთან მჭიდრო კოორდინაციით გაკეთდა, რომლებთანაც ძალიან კარგად ვმუშაობთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გასულ წელს „ტრენ დე არაგუა“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, დაჯგუფება ტრანსნაციონალურ დანაშაულებში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ადამიანების ტრეფიკინგშია ჩართული.