ავტორი:

ავიაკატასტროფა ინდოეთში - დაღუპულია 5 ადამიანი

ავიაკატასტროფა ინდოეთში - დაღუპულია 5 ადამიანი

ინდოეთში, საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • ინდოეთის საჰაერო ძალების An-32-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი აღმოსავლეთ ინდოეთში მდებარე ასამის შტატში ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ინდოეთის საჰაერო ძალების ხუთივე წევრი დაიღუპა.

ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი გეგმურ ფრენას ახორციელებდა.