ავტორი:

"ჩვენი ჯარები წინ ყველა მიმართულებით მიიწევენ" - პუტინი

"ჩვენი ჯარები წინ ყველა მიმართულებით მიიწევენ" - პუტინი

ჩვენი ჯარები წინ ყველა მიმართულებით მიიწევენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

"ჩვენი ჯარები სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებენ, წინ დარწმუნებით მიიწევენ და ამ ვითარებას ვერანაირი დაბომბვა ან დრონებით დარტყმები ვეღარ შეცვლის“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, „მოწინააღმდეგეს ამ ზეწოლის შეკავება აღარ შეუძლია“.

"ის ღიად ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს: სამოქალაქო ობიექტებს, საკომუნიკაციო ობიექტებს და სამგზავრო ტრანსპორტს ურტყამს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.