საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გვერდზე, "ფეისბუქში" გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესაუბრება სააკაშვილი ტელეფონის საშუალებით ციხიდან უმცროს შვილს, ელის-მარია სააკაშვილს.
"მიშა ძალიან მიყვარხარ და მომენატრე, როდის მოხვალ?" - ეკითხება მამას ელის-მარია სააკაშვილი.
"მინდა გითხრა, რომ სკოლაში კარგად სწავლობ, ინგლისურად რომ ძალიან მაგრად ლაპარაკობ... და მერე ესპანურიც უნდა ისწავლო, ყველა ენა უნდა იცოდე, ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ მსოფლიოში. ყველა ენა უნდა ისწავლო - ეს ერთი და კიდევ მეორე - სკოლაში უნდა გქონდეს კარგი შეფასებები იმიტომ, რომ შენ ხარ ძალიან ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი გოგო", - ეუბნება სააკაშვილი შვილს, რაზეც ალისა პასუხობს, რომ იმაზე მეტი ენის სწავლა სურს, ვიდრე მიშამ იცის.
"შეხედე დე, დრო გადის, გავიდა დრო..." - ისმის ალისას ხმა ვიდეოს ბოლოში.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F1326803556222190%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>