აშშ-მა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს და ყველაზე პრობლემურ სახელმწიფოში, გაადეპორტა 20-ზე მეტი მიგრანტი (ზუსტი რაოდენობა უცნობია), საკამათო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც საშუალებას აძლევს ვაშინგტონს, დეპორტაცია გაუკეთოს იმ მიგრანტებს, რომელთა სამშობლოში დაბრუნება შეუძლებელია, - ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
რეისი პარასკევს ბანგიში დაეშვა.
დეპორტირებული პირების განთავსების ან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მათი ყოფნის ხანგრძლივობის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის.
წყაროს ცნობით, ჩასვლისთანავე, მამაკაცები და ქალები დააშორეს.
"მათ ამ ადგილთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ჩემს ყველა დოკუმენტში უამრავი ინფორმაცია წარვადგინე იმის შესახებ, თუ რამდენად საშიში იყო ეს ყველაფერი. ეს პირები შეერთებული შტატებიდან გააძევეს და მიატოვეს ქვეყანაში, სადაც მათ არც სტატუსი, არც კავშირი და არც დამხმარე ქსელი აქვთ. ჩვენ გვეშინია, რომ საბოლოოდ ისინი იძულებულნი იქნებიან დაბრუნდნენ იმ ქვეყნებში, საიდანაც თავდაპირველად გაიქცნენ“, - განუცხადა "როიტერსს“ ირანელი დეპორტირებული აქტივისტის ადვოკატმა, ემილი ტროსტლმა.
როგორც მედია წერს, აშშ-მა ათასობით ადამიანი დაადეპორტა ისეთ ქვეყნებში, რომლებთანაც ამ ადამიანებს არაფერი აკავშირებთ.