ავტორი:

"თოფურია იმიტომ არის გაბრაზებული, რომ დაბალია და სააბაზანოს სარკეში საკუთარ თავს ვერ ხედავს. მაიამიდან ჩამოსულ სტრიპტიზიორზე იქორწინა" - ჯოშ ჰოკიტი

"თოფურია იმიტომ არის გაბრაზებული, რომ დაბალია და სააბაზანოს სარკეში საკუთარ თავს ვერ ხედავს. მაიამიდან ჩამოსულ სტრიპტიზიორზე იქორწინა" - ჯოშ ჰოკიტი

UFC-ის მებრძოლი, ჯოშ ჰოკიტი, რომელსაც ძალიან უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამას ძირითადად თავისი გამონათქვამებით ახერხებს კიდეც, UFC-ის ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას განსაკუთრებით მტრობს.

  • როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ილია თოფურია თეთრ სახლში მორიგ საჩემპიონო ბრძოლაში ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.

მანამდე კი ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მორიგ ჯერზე ჰოკიტმა ილია თოფურიას მიმართ გააკეთა კომენტარები.

"ვფიქრობ, თოფურია იმიტომ არის გაბრაზებული, რომ იმდენად დაბალია, სააბაზანოს სარკეში საკუთარ თავს ვერ ხედავს. მაიამიდან ჩამოსულ სტრიპტიზიორზე იქორწინა".

"გამორთეთ მიკროფონი! გაჩუმდი!“ - თქვა თოფურიამ.

ცნობისთვის, ილია თოფურიას ბრძოლა, თბილისის დროით, ორშაბათს გამთენიისას გაიმართება. ილია გამოსვლას სავარაუდოდ დილის 7:00 საათიდან უნდა ველოდოთ.