ავტორი:

ჰარპერ ბეკჰემი გაბუტული ძმისა და რძლის სახლში მივიდა, თუმცა რამდენიმე წამში უკან დაბრუნდა - ბეკჰემების ოჯახის დრამა გრძელდება

ჰარპერ ბეკჰემი გაბუტული ძმისა და რძლის სახლში მივიდა, თუმცა რამდენიმე წამში უკან დაბრუნდა - ბეკჰემების ოჯახის დრამა გრძელდება

ბეკჰემების ოჯახში განხეთქილება გრძელდება. ამჯერად დევიდისა და ვიქტორიას უმცროსი ქალიშვილი, ჰარპერ სევენი, ლოს ანჯელესში, თავისი ძმის ბრუკლინისა და მისი ცოლის, ნიკოლა პულცის სახლში მივიდა, თუმცა გოგონა რამდენიმე წამში უკან დაბრუნდა.

  • პაპარაცებმა შენიშნეს, როგორ მივიდა 14 წლის ჰარპერი ძმის სახლში. გოგონას ვიზიტის ამსახველი ფოტოები Page Six-მა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.

როგორც ჩანს, ჰარპერი ძმის სახლში მოულოდნელად მივიდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ დროს ბრუკლინი და ნიკოლა შინ არ იმყოფებოდნენ და ქალაქგარეთ იყვნენ.

უმცროს ბეკჰემს იგივე ვარდისფერი კაბა ეცვა, რომელიც დევიდის ჰოლივუდის დიდების ხეივანში გამართულ ღონისძიებაზე. ამ ღონისძიებას ბეკჰემების მთელი ოჯახი ესწრებოდა ბრუკლინ ბეკჰემის გარდა.

ბრუკლინისა და ნიკოლას წარმომადგენელმა მოგვიანებით მედიას უთხრა, რომ ჰარპერ ბეკჰემი ბეკჰემების ოჯახმა გამოიყენა იმის საჩვენებლად, რომ თითქოს ძმა დას სახლში არ იღებს და სწორედ ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ როდესაც გოგონა მივიდა, ფოტოგრაფებიც იქ იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, ბრუკლინ ბეკჰემს მშობლებთან კონფლიქტი აქვს. ის თვლის, რომ ბეკჰემები მხოლოდ კამერების წინ თამაშობენ იდეალური ოჯახის როლს და რეალურად, ყველაფერი სხვაგვარად არის. "მე არ მინდა ჩემს ოჯახთან შერიგება", - ამბობს ბრუკლინი.