ვიდრე აშშ-სა და მექსიკაში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს, იმ ქვეყნების ფეხბურთელებს, რომლებიც ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ, დასვენებისა და განტვირთვის საშუალება აქვთ.
ამ დროისთვის საკლუბო ფეხბურთსაც ტაიმ-აუტი აქვს აღებული, ამიტომ ახლა იდეალური დროა ძლების აღდგენისა და დასვენებისთვის.
ჩვენი გუნდის მთავარი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, ცოლთან, ელენე ეპიტაშვილთან ერთად შვებულების დღეებს ესპანეთში, პალმა დე მაიორკაში ატარებს. წყილთან ერთად არის ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ოთარ კიტეიშვილი.
ელენე "ინსტაგრამზე" ესპანეთიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს.





რაც შეეხება ჩვენი ნაკრების სხვა წევრებს, როგორც ცნობილია, საქართველოში იმყოფება ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია. ის მეუღლესთან ერთად, ქანიე ვესტის კონცერტს დაესწრო. მათთან ერთად კონცერტზე სხვა ფეხბურთელებიც იყვნენ, მათ შორის ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ვარსკვლავი, გიორგი ჩაკვეტაძე.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F914311618366615%2F&show_text=false&width=319&t=0" width="319" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>