ავტორი:

კახეთში 39 წლის გიორგი გიორგანაშვილს ეძებენ - ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

კახეთში 39 წლის გიორგი გიორგანაშვილს ეძებენ - ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

კახეთში 39 წლის გიორგი გიორგანაშვილს ეძებენ. ინფორმაციას დაკარგული კაცის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით, "მთავარი ამბები კახეთიდან" აქვეყნებს.

მისი კუთვნილი ავტომობილი პოლიციამ ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა. მეუღლის ინფორმაციით, გიორგანაშვილი 12 ივნისს, დილის 09:00 საათზე, თელავში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მთის მიმართულებით მიდიოდა.

მას წასვლის მიზეზი და დაბრუნების დრო არ დაუკონკრეტებია. ამის შემდეგ მამაკაცის ადგილსამყოფელი უცნობია.

ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია გიორგი გიორგანაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ, შეუძლია დარეკოს ნომრებზე:

  • 568 83 53 80
  • 591 28 59 49

ან დაუკავშირდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ნომერზე - 112.