სიყვარულის პოვნა არასდროსაა გვიანი!
"მათ ჩემში განსაკუთრებული გრძნობები არ გაუღვიძებიათ",- განაცხადა The Post-თან ინტერვიუში როზენბლატმა, რომელიც პენსიაზე გასული აერონავტიკის მეცნიერი და გამომგონებელი გახლავთ. "მოდით, ასე ვიტყვი, ახლა შოპინგზე ვარ",- აცხადებს მამაკაცი.

ამის მიუხედავად, სოლი ახლა მზადაა, თავის მეორე ნახევარს შეხვდეს, ამიტომაც გადაწყვიტა ნიუ-იორკელი მაჭანკლის, ბრიჯიტ ვეილის დაქირავება: "ამ ამბავმა გული გამითბო, პროფესიულად კი ვიფიქრე, რომ ამ მოთხოვნის შესრულება თითქმის შეუძლებელი იქნებოდა", - ამბობს ვეილი.
თუმცა, მას შემდეგ რაც ბრიჯიტი სოლს პირადად შეხვდა, გადაწყვიტა, რომ მისთვის დახმარებაზე უარი არ ეთქვა და მეწყვილე მოეძებნა, ვისთან ერთადაც დაბერდებოდა, "რადგან სოლი ჯერ კიდევ არ არის მოხუცი", - სიცილით დასძინა ქალმა.

როზენბლატი ხსნის, თუ როგორი უნდა იყოს მისი მომავალი მეგობარი ქალბატონი: "გარეგნულად სიმპათიური უნდა იყოს და მეცნიერებაში ერკვეოდეს".
მიუხედავად იმისა, რომ სოლისთვის განათლებული ქალის პოვნა აუცილებელია, ის თვლის, რომ სხვა თვისებებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია: "ქალი, რომელიც ემპათიური, თბილი და მასავით კეთილია, ამავდროულად ღიად უნდა გამოხატავდეს სიყვარულს, რადგან თავად სოლიც თბილი და რომანტიკული ადამიანია",- თქვა ვეილმა.
ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც სოლი ქალებთან აწყდება ისაა, რომ ისინი მეგობარს ეძებენ და არა რომანტიკულ პარტნიორს: "მათ სურთ,რომ კინოში ან მუზეუმში კომპანიონობა გაუწიონ, მაგრამ ამის მიღმა სხვა არაფერი აინტერესებთ.
ამ ასაკის ქალებს უკვე თავიანთი რუტინა აქვთ და ძალიან ბედნიერები არიან, თუ ვინმესთან ერთად ივახშმებენ ან თეატრში წავლენ, მაგრამ სოლს კომპანიონის საპოვნელად არ დავუქირავებივარ. ის რომანტიკულ ურთიერთობას ეძებს, რაც სავარაუდოდ, თანაცხოვრებასაც მოიაზრებს", - განმარტავს ბრიჯიტი.
როზენბლატი თავის გარდაცვლილ მეუღლეზე, ეგვიპტეში დაბადებულ ვიკიზე, შეხვედრიდან 4 თვეში დაქორწინდა: "ის პიანისტი იყო და ხუთ ენას ფლობდა. აგრეთვე ძალიან კონტაქტური იყო და ხალხთან ურთიერთობაც უყვარდა. მას ვერავინ შეცვლის", - ამბობს სოლი გარდაცვლილ მეუღლეზე.
სოლს გარდაცვლილ მეუღლესთან სამი შვილი ჰყავს, თუმცა მეწყვილის პოვნის გეგმები მათთვის არ გაუნდვია: "ისინი ყველაფერში ხელს მიწყობენ, თანაც მათ ბევრი ფული დავუტოვე, რაც ჩემს სასიკეთოდ მუშაობს", - განაცხადა სოლმა.
წყარო: nypost.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა