UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია, თეთრ სახლში ისტორიულ ქარდზე, ისტორიულ ბრძოლას გამართავს. ამ მომენტამდე ქართველ მებრძოლს და მის მილიონობით გულშემატკივარს რამდენიმე საათი აშორებს.
"ღმერთო, მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა ყოველი განცდილი მომენტისთვის და იმისთვის, რომ აქამდე მომიყვანე - ისეთ ადგილებამდე, რომელთა წარმოდგენაც კი ჩემს ადამიანურ გონებას არასოდეს შეეძლო.
ჩემი რწმენა ყოველთვის შენთან იქნება და კიდევ ერთხელ, დიდება შენ გეკუთვნის.
18-0 - გამარჯვება პირველ რაუნდში", - წერს ილია თოფურია.