ავტორი:

კაცი, რომელიც მდინარეში შვილის გადასარჩენად შევიდა და დაიღუპა, 44 წლის გუჯა გედეშურია - არასრულწლოვანი გადარჩა

კაცი, რომელიც მდინარეში შვილის გადასარჩენად შევიდა და დაიღუპა, 44 წლის გუჯა გედეშურია - არასრულწლოვანი გადარჩა

ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.

  • შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალაში, მდინარე ილტოში იმ დროს მოხდა, როცა კაცი შვილის გადარჩენას ცდილობდა.არსებული ინფორმაციით, ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია, შვილის დასახმარებლად წყალში შესულმა მამაკაცმა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ინფორმაციით, გარდაცვლილი 44 წლის გუჯა გედეშურია.

არასრულწლოვანი უვნებლად გადარჩა და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.