UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.
დანა უაითის განცხადებით, ილია “შეხვედრის შემდეგ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავისა და სახის კომპიუტერულ ტომოგრაფიას ჩაუტარებენ“.
UFC-თვის იშვიათი შემთხვევა არ არის, რომ მებრძოლები სიფრთხილის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანონ. განსაკუთრებით, თუ სპორტსმენები სამრაუნდიან ბრძოლებში არიან ჩართულნი.
უათს ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზეც დაეკითხნენ, UFC-ის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ამაზე ჯერჯერობით არც კი ფიქრობს.
შეგახსენებთ, UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. ილიას MMA-ს კარიერაში ეს მარცხი პირველია. "მატადორის" ანგარიშზე 17 გამარჯვება და 1 წაგებაა.
37 წლის გეიჯისთვის ეს გამარჯვება 28-ე გახლდათ. მას 5 ბრძოლა აქვს წაგებული.
იხილეთ ასევე: