"არსებობს დარტყმები, რომლებიც კარიერას განსაზღვრავენ და კოლექტიურ მეხსიერებაში სამუდამოდ იბეჭდება. 2026 წლის 15 ივნისი არის დღე, როდესაც თოფურია მოკვდავი გახდა, მისი რეკორდი კი ახლა 17-1 შეადგენს“, - ასე აფასებს ესპანური წამყვანი მედია El Confidencial თეთრი სახლის ბაღში გამართულ UFC-ის ისტორიულ შოუს, რომელიც დონალდ ტრამპისა და დანა უაითის მეგობრობის წყალობით ნამდვილ გლადიატორთა კოლიზეუმად იქცა. ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა, გულშემატკივრების ნაწილი, ამას ყოფილ ცოლთან ჯორჯინასთან ბოლო პერიოდში მიმდინარე სკანდალურ დაშორებასაც აბრალებენ. წერენ რომ ბოლო თვეებმა თოფურია ფსიქოლოგიურად გატეხა.

მართალია, ილიას წარმატების პარალელურად მსოფლიო და ქართული მედია მხოლოდ ჯორჯინაზე წერდა, ამ დროს ილიას უფროსი შვილის, ჰუგოს დედის ვინაობა, რომელიც მამასთან იზრდება, მედიისთვის ყოველთვის ტაბუდადებული თემა იყო.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბავშვის დედა ესპანელი პილარ კასანოვაა. ქალის "ფეისბუქის“ პირად პროფილზე, რომელიც 2016 წლით თარიღდება, ილია თოფურიას შეყვარებულობის პერიოდის არაერთი საერთო, თბილი ფოტო იძებნება.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ილიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია, შვილის ბრძოლის წინა დღეს ოჯახური შეკრებიდან "სთორებს“ აქვეყნებდა. ერთ-ერთ ფოტოზე ილიას დედასთან ჩახუტებული სწორედ პილარ კასანოვა ჩანს. ფოტო თავად პილარმაც გააზიარა, ილიას დედა მონიშნა და ქართული სიტყვა ინგლისური შრიფტით დააწერა: "deda“.


როგორც ჩანს, მიუხედავად დაშორებისა, ჰუგოს დედას თოფურიების ოჯახთან თბილი და ახლო ურთიერთობა აქვს და ის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ჩემპიონის ოჯახის გვერდით იყო.
იხილეთ ასევე: