ავტორი:

თუ დღისით ძილი გიყვართ, ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ: მეცნიერების შოკისმომგვრელი დასკვნა

თუ დღისით ძილი გიყვართ, ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ: მეცნიერების შოკისმომგვრელი დასკვნა

დღისით წათვლემა ბევრისთვის საყვარელი რიტუალია, თუმცა მეცნიერების უახლესი კვლევა გვაფრთხილებს: ეს ჩვევა შესაძლოა გაცილებით უფრო საშიში იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა. ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, რომლებმაც 20-წლიანი დაკვირვება ჩაატარეს, დღის ძილსა და ნაადრევ სიკვდილს შორის პირდაპირი კავშირი დაადგინეს.

  • რას ამბობენ ციფრები?

კვლევის ფარგლებში 1400 ადამიანის მონაცემები გაანალიზდა.

შედეგები საკმაოდ საგანგაშოა:

დღის ძილის ყოველი დამატებითი საათი სიკვდილის რისკს 13%-ით ზრდის. ყოველი წათვლემა კი ამ მაჩვენებელს კიდევ 7%-ს უმატებს.

მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ თავად ძილი ადამიანს არ კლავს, თუმცა ის შეიძლება იყოს "სიმპტომი" იმისა, რომ ორგანიზმში სერიოზული პრობლემებია. ხშირი ძილიანობა მიანიშნებს გულის დაავადებებზე, ინსულტის რისკსა ან ნეიროდეგენერაციულ დარღვევებზე (მაგალითად, დემენციაზე), რომლებიც ღამის ძილის ხარისხს აუარესებენ.

  • ყველაზე საშიში დრო - დილა

ექსპერიმენტმა გამოავლინა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ყველაზე სახიფათო დრო დღის ძილისთვის დილის საათებია. იმ ადამიანებს, ვინც დილით წათვლემას ამჯობინებს, ნაადრევი სიკვდილის რისკი 30%-ით მაღალი აქვთ, ვიდრე სხვებს. ექიმების თქმით, ეს არღვევს ორგანიზმის ბიოლოგიურ რიტმს, ზრდის არტერიულ წნევას და ზედმეტად ტვირთავს ნერვულ სისტემას.

მეცნიერები კატეგორიულები არ არიან - ისინი გვთავაზობენ "ოქროს წესს", რომელიც ჯანმრთელობას არ ავნებს:

იძინეთ მხოლოდ შუადღისას, 13:00-დან 15:00 საათამდე. არა უმეტეს 15-20 წუთისა. ასეთი ხანმოკლე შესვენება ორგანიზმს სტრესის დაძლევაში, მეხსიერების გაუმჯობესებასა და ენერგიის აღდგენაში ეხმარება. თუმცა, თუ დილით ან საღამოს მუდმივად გეძინებათ, ეს უკვე სიგნალია იმისა, რომ დროა ექიმს მიმართოთ და ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმოთ.