ავტორი:

“მივესალმებით აშშ-სა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას“ - ირაკლი კობახიძე

“მივესალმებით აშშ-სა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას“ - ირაკლი კობახიძე

“მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას. ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განცხადება სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.

  • პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ნაბიჯი კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას განაპირობებს.

“მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას. ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმება მიღწეულია და აშშ შეწყვეტს ქვეყნის საზღვაო ბლოკადას, ასევე, გაიხსნება ჰორმუზის სრუტე. მთავარმა შუამავალმა პაკისტანმა კი განაცხადა, რომ ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია პარასკევს, 19 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება.