ავტორი:

ცნობილი ხდება, თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მოკლული მამაკაცის ვინაობა - რას ჰყვებიან მისი მეზობლები?

ცნობილი ხდება, თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მოკლული მამაკაცის ვინაობა - რას ჰყვებიან მისი მეზობლები?

ცნობილი ხდება, თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მოკლული მამაკაცის ვინაობა - ის 35 წლამდე ასაკის ნიკა ქარელაშვილია. მომხდარის ახალი დეტალებზე მეზობლები “ინტერპრესნიუსთან საუბრობენ. მათივე თქმით, დანაშაული მოკლულის სახლში მოხდა.

  • მეზობლების ცნობით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. ისინი განმარტავენ, რომ “ახალგაზრდა კაცი კარგი ადამიანი იყო და კონფლიქტური არ ყოფილა”.

“სასწრაფო დავინახე. ამბობენ, რომ თავისი სახლია, ისე სხვაგან ცხოვრობდა და აქ მოდიოდა ხოლმე”, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი მოკლულის მეგობარია.

“ამბობდნენ ადგილზევე გარდაიცვალაო, მაგრამ როგორც გავიგე, კომაში იყო და იქვე არ გარდაცვლილა. სასწრაფო რომ გამოიძახეს, კომაშიაო ამბობდნენ. ჩხუბის ხმა ისმოდა, რის გამოც ხალხი იყო გამოსული. ფაქტია, რომ აურზაური მანამდეც იყო. დაჭრილი მისი მეგობარია”, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

შეგახსენებთ, თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს."ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, მეშვიდე სართულიდან გადმოაგდეს. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.