“ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, განცხადებები, რასაც ვისმენთ, ეს არ არის ის ევროპა, საითკენაც მივისწრაფოდით ჩვენ, იმიტომ, რომ სამართლიანობა მთლიანად მოშლილია, მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ზემოდან ყურება, გაკეთებული განცხადებები, თითის ქნევა - ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“აქ არავინ უყურებს, ქვეყანას როგორი წინსვლა აქვს და რა პროექტები, რეფორმები აქვს განხორციელებული. როგორ შეიძლება საქართველოზე წინ დააყენო მოლდოვა ან უკრაინა. უკრაინაში რაც ხდება, ყველა ვხედავთ, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა, ომი კორუფცია, უმძიმესი მდგომარეობაა. არ მინდა ახლა დავიწყო ამ ქვეყნების შეფასება. მე შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო ჩვენს ქვეყანაზე, თუ რას ვაკეთებთ და რა ნაბიჯები გადაიდგა. ყველა პარამეტრებით, ყველა სტატისტიკით საქართველო არის მოწინავე ქვეყანა და ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით და ეს შემთხვევით ხომ არ მოდის? - ეს მოიტანა გრძელვადიანმა მშვიდობამ, იმ პრაგმატულმა პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს და როდესაც ჩვენ ვისმენთ, ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან შანტაჟს, ცილისწამებას, ტყუილს, ამის მიზეზებით ხომ ვიცით, რატომ ხდება ეს და რა არის ამის გამომწვევი მიზეზი? ის, რომ საქართველო, პატარა ქვეყანა, როგორ ბედავს, რომ მათგან დაუკითხავად ახორციელოს მისი პოლიტიკა. რა არის ამ პოლიტიკის შინაარსი?
ის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, თითოეული ოჯახი და რა თქმა უნდა, ამას აპროტესტებენ, ჩვენ როგორ ვიკადრეთ, როგორ გავბედეთ ეს და გადავდგით ამ კუთხით ნაბიჯები. არ შევუერთდით სანქციებს, არ გავხსენით ქვეყანაში მეორე ფრონტი. ხალხი ხომ ხედავს ამას და ხომ უყურებს ამ უსამართლო დამოკიდებულებას და ამ ტიპის განცხადებები, ამ ტიპის დამოკიდებულება ქართულ სახელმწიფოსთან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აზიანებს იმ ბიუროკრატებს, რომლის განცხადებებსაც ვისმენთ სიცრუესა და ტყუილზე დაფუძნებულს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, განცხადებები, რასაც ვისმენთ, ეს არ არის ის ევროპა, საითკენაც მივისწრაფოდით ჩვენ, იმიტომ, რომ სამართლიანობა მთლიანად მოშლილია, მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ზემოდან ყურება, გაკეთებული განცხადებები, თითის ქნევა - ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებისთვის და ამის შესახებ განცხადებაც არაერთხელ გაკეთებულა.
„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და ისაუბრა, რომ მზად ვართ, დღესვე გაიხსნას მოლაპარაკებები და დავიწყოთ გაფართოებაზე საუბარი, მაგრამ არა. ეს არის უბრალოდ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს ელაპარაკონ შანტაჟის ენით, თითის დაქნევით, რომ როგორ გავბედეთ და არ მივუერთდით სანქციებს, როგორ გავბედეთ და უბედურებასა და ომში არ ჩავრთეთ ქვეყანა. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა მათთვის - ის, რისთვისაც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს და ქართველებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.