საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, 2026 წლის მაისში ამავე წლის აპრილთან შედარებით სახელმწიფო დახმარებას 40 887-ით ნაკლები ადამიანი იღებდა.
უფრო კონკრეტულად, მაისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 605 033 ადამიანს შეადგენდა, აპრილში კი - 645 920-ს.
რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2025 წლის მაისში სახელმწიფო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 705 090-ს შეადგენდა, ეს კი 100 057-ით მეტია მიმდინარე წლის მაისის სტატისტიკასთან შედარებით.
შეგახსენებთო, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების ე.წ. გაბერილ რაოდენობასთან დაკავშირებით თავდაპირველად განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 26 ნოემბერს გააკეთა. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ „ამჟამად სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს საქართველოში, ვიდრე ღარიბია და ამიტომ, ეს მაჩვენებელი გადასახედია.“ გააგრძელეთ კითხვა