საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, შიო III-ს შეხვდნენ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"შეხვედრაზე მხარეებმა ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ და სულიერ კავშირებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას”, - აღნიშნულია პრესრელიზში.