ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დონალდ ტრამპმა, ჯეი დი ვენსმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერეს, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, შეთანხმების დეტალები მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი, ხოლო ტექნიკური მოლაპარაკებები მომდევნო კვირიდან დაიწყება.
ასევე, მისი თქმით, შეთანხმება ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნასა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ბლოკადის მოხსნას ითვალისწინებს.