ავტორი:

150 ცოცხალი მორიელი კეიპტაუნის აეროპორტში - სამხრეთ აფრიკის პოლიციამ უჩვეულო კონტრაბანდა ამოიღო

150 ცოცხალი მორიელი კეიპტაუნის აეროპორტში - სამხრეთ აფრიკის პოლიციამ უჩვეულო კონტრაბანდა ამოიღო

სამხრეთ აფრიკის სამართალდამცავებმა კეიპტაუნის აეროპორტში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ქვეყნიდან კონტრაბანდული გზით 150 შხამიანი მორიელი გაჰყავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიციის წარმომადგენლები ავრცელებენ.

უწყების ცნობით, მამაკაცს ცოცხალი ფეხსახსრიანები ბარგში, ტანსაცმელში ჰყავდა გადამალული.

გასულ პარასკევს განხორციელებულ სპეცოპერაცია სადაზვერვო მონაცემებს ეყრდნობოდა, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის აღწერილობა წინასწარ გაავრცელეს და ის აეროპორტშივე დააკავეს.

“მამაკაცი “ბუნებისა და გარემოს დაცვის შესახებ“ კანონის საფუძველზე, გარეული ცხოველის უკანონო ფლობისთვის არის დაკავებული“ - ნათქვამია სამართალდამცველების განცხადებაში. უწყებას დაკავებულის ვინაობა არ დაუკონკრეტებია. იგი სასამართლოს წინაშე ორშაბათს უნდა წარსდგეს. გამომძიებლებს ასევე არ გაუმჟღავნებიათ, თუ რომელი მიმართულებით აპირებდა მგზავრი გაფრენას.

ამ დროისთვის მორიელები უსაფრთხოების მიზნით ველური ბუნების დაცვის სპეციალურ ცენტრს გადაეცათ, პარალელურად კი ოფიციალური პირები მათ საბაზრო ღირებულებას ადგენენ.

  • ველური ბუნების ტრეფიკინგი სამხრეთ აფრიკაში

ველური ბუნების წარმომადგენლებით უკანონო ვაჭრობა კვლავ სერიოზულ საფრთხედ რჩება სამხრეთ აფრიკისთვის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. კრიმინალური დაჯგუფებების სამიზნე ხშირად ისეთი სიმბოლური სახეობები ხდებიან, როგორებიც მარტორქები და სპილოებია, თუმცა კრიმინალები არც ნაკლებად ცნობილ არსებებს, პანგოლინებსა და რეპტილიებს ინდობენ, რითაც მომგებიან გლობალურ შავ ბაზარს ამარაგებენ.

გარდა ამისა მსგავსი შემთხვევები ხიფათს შეიცავს თავად მგზავრებისთვისაც. მაგალითად გასულ წელს, ბოსტონის “ლოგანის აეროპორტში“, საერთაშორისო ტერმინალის საბაჟო ზონაში, ბარგის აღებისას, ქალს სწორდ მორიელმა უკბინა.

წყარო