ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ილია თოფურიას სახეზე ტრავმასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა არ ფიქსირდება.
შეგახსენებთ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ჯასტინ გეიჯისთან ილია თოფურიას მარცხის შემდეგ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანა უაითმა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
"ექიმი არ ვარ, მაგრამ მის თვალს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, შესაძლოა ორბიტა ჰქონდეს გატეხილი, თუმცა ეს ფაქტი არ არის, მხოლოდ ვვარაუდობ“, - აღნიშნა უაითმა.