ბრუკლინ ბექჰემი ახალი სარეკლამო კამპანიის გამო კრიტიკის ცენტრში აღმოჩნდა. 27 წლის ბექჰემმა საკვების მიტანის სერვის DoorDash-ის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ირონიულად მიანიშნა საკუთარ ოჯახთან არსებულ დაპირისპირებაზე.
ამ ფრაზამ საზოგადოების ყურადღება მაშინვე მიიპყრო, რადგან უკვე დიდი ხანია საზოგადოებისთვის ცნობილია ბრუკლინისა და მისი მშობლების, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების დაძაბული ურთიერთობის შესახებ.

"რეკლამის გაკეთება მაშინ, როცა ოჯახის წევრები ამ სიტუაციას ძალიან მძიმედ განიცდიან, გულდასაწყვეტია" - განაცხადა წყარომ. მისივე თქმით, ბრუკლინი, ერთი მხრივ, ამბობს, რომ ოჯახთან კავშირი არ უნდა, თუმცა, მეორე მხრივ, სწორედ ამ დაპირისპირებით ცდილობს ყურადღებისა და სარგებლის მიღებას. განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ რეკლამა მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება - ტურნირს, რომელთანაც მისი მამის, დევიდ ბექჰემის კარიერა მჭიდროდ არის დაკავშირებული.

ცნობილია, რომ ბრუკლინი უკვე ერთ წელზე მეტია ოჯახის წევრებს არ ელაპარაკება. იანვარში მან ოჯახის მისამართით არაერთი მძიმე ბრალდება გააჟღერა. და მათთან კომუნიკაციისთვის იურიდიული წარმომადგენლების გამოყენებაც მოითხოვა.
ამავე პერიოდში ბრუკლინმა მშობლებს სთხოვა, სოციალურ ქსელებში აღარ მოენიშნათ.
დაპირისპირების ფონზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, როდესაც ბრუკლინის 14 წლის და, ჰარპერ ბექჰემი, მისი და ნიკოლა პელცის საცხოვრებელ სახლთან წერილის მისატანად მივიდა. თუმცა, იმ დროს წყვილი სახლში არ იმყოფებოდა.

"ის ფაქტი, რომ წერილის მიტანის დროს ფოტოგრაფებიც იქ იყვნენ, ბევრ კითხვას აჩენს. ეს უფრო კამერებისთვის დადგმულ სცენას ჰგავდა", - განაცხადა წყვილის წარმომადგენელმა.
თუმცა, ბექჰემების ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ ეს ბრალდებები უარყო და მას "კიდევ ერთი უსამართლო და არასწორი ბრალდება“ უწოდა.