ბრაზილიაში 21 წლის მარია ედუარდა როდრიგეს დე ფრეიტასი ბანჯი-ჯამპინგის დროს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა შაბათს, ქალაქ ლიმეირასთან მდებარე სკელეტონის ხიდზე მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მარია ედუარდა მხოლოდ დაცემის შემდეგ მიხვდა, რომ უსაფრთხოების სისტემა სრულად არ იყო დამაგრებული.

"სუნთქავდა და სუსტი პულსიც ესინჯებოდა. ვცდილობდი, კონტაქტი დამემყარებინა და გამემხნევებინა", - თქვა მან ბრაზილიურ ტელევიზიასთან საუბრისას.
გამოძიების ფარგლებში ექვსი ადამიანი დააკავეს, მათგან სამს კი განზრახ მკვლელობის წაუყენეს ბრალდება.


გამომძიებლების თქმით, დაკითხვისას ვერც ერთმა მათგანმა ვერ განმარტა, კონკრეტულად ვის ევალებოდა უსაფრთხოების თოკის საბოლოო შემოწმება და დამაგრება. მათი განცხადებით, უსაფრთხოების პროცედურები გუნდურად სრულდებოდა.
"ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ სფეროში და მსგავსი შემთხვევა არასოდეს მომხდარა. თავადაც ვერ ხსნიან, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო", - განაცხადა ადვოკატმა.