ავტორი:

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ბირთვული საწვავის დამატებით მიწოდებას გეგმავს - რას წერს "ტელეგრაფი"

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ბირთვული საწვავის დამატებით მიწოდებას გეგმავს - რას წერს "ტელეგრაფი"

ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი" წერს, პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გეგმავს, დიდი შვიდეულის ლიდერებთან შეხვედრისას უკრაინისთვის ბირთვული საწვავის მიწოდების და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გეგმა გააჟღეროს.

  • გამოცემის ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს გამდიდრებულ ურანს მიაწვდის.

ამ საქმეს შეასრულებს დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია "ურენკო“, რომელიც გამდიდრებულ ურანს მიაწვდის უკრაინის ატომურ ენერგიის მწარმოებელ კომპანია "ენერგოატომს“, რომელიც ქვეყნის ელექტროენერგიის ნახევარზე მეტს აწარმოებს.

დეტალები პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გასულ კვირას დაუნინგ სტრიტზე გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა.

რაც შეეხება სანქციებს, მისი სამიზნე მოსკოვის ჩრდილოვანი ფლოტი იქნება.