ავტორი:

სასამართლომ მოქალაქეს ნიკა გვარამიასთვის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის მიყენების გამო, 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ მოქალაქეს ნიკა გვარამიასთვის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის მიყენების გამო,  2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

  • შსს-ს ცნობით, 3 ივნისს, გიორგი გედენიძემ სოციალურ ქსელში, "იმედის“ პოსტზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნული ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა.

საქმე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობდა.

არც გიორგი გედენიძე და არც მისი უფლებადამცველი პროცესს არ ესწრებოდნენ.