UFC-ის ქართველი ვარსკვლავი, მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლას კიდევ ერთხელ ეხმიანება და თოფურიას გულშემატკივრებს მიმართავს.
“რამდენიც შემოვედი ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე იმდენი ახალი ვიდეო მხვდება და ყველა განიხილავს ილია თოფურიას ბრძოლას. სასწაული ვერსიები მოვისმინე. ამდენი ფანტაზია, ყველა პროფესორი, MMA-ის მცოდნე როგორ გახდა... ყველა ანალიტიკოსი როგორ გახდა. სასწაული მიზეზები მოიყვანეს...
მიკვირს ამდენი ნეგატიური აზრი, ეჭვიანობა, ამდენი აბსურდული ანალიზი. უბრალოდ ჩვენ მებრძოლები ვართ, როგორც მოგებისთვის ვართ მზად, ისე ვიცით, რომ შეიძლება დავმარცხდეთ. ერთი არასწორი დარტყმა, ერთი ნიუანსი ცვლის ბევრ რამეს და ეს სპორტია. კი არის ბრძოლა, ოღონდ სპორტია. დარწმუნებული ვარ ყველას გაქვთ რაღაცა გამოცდილება სპორტში, ან ფეხბურთში - ყოველთვის ვერ გაიტან გოლს, ყოველთვის ვერ მოიგებ. შეიძლება ერთ ადამიანს ათჯერ მოუგო, მაგრამ ერთხელ მაინც შეიძლება დაგამარცხოს. კიდევ ათასი ნიუანსებია, რამაც შეიძლება განაპირობოს ბრძოლა. არ ვიცი რატომ აძლევთ თქვენ თავს უფლებას რომ ამდენი ცუდი აზრი გაავრცელოთ.
მე ვამაყობ ილიათი. ილიამ ძალიან ბევრი შეძლო არაფრისგან და მალე ღმერთის წყალობით დაბრუნდება, მალე გამოჯანმრთელდება და ისევ გააგრძელებს მოგების სერიებს. კიდევ ვიძახი, ეს სპორტია, წაგებაც სპორტის ნაწილია და ვიხილავთ უფრო ძლიერს და უფრო მაგარ ილია თოფურიას.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ ქართველს, ვინც გულშემატკივრობთ ქართულ სპორტს მოგების დროსაც და წაგების დროსაც,“ - აცხადებს მერაბ დვალიშვილი.