კავკასიის რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯი 2025 წლის სექტემბერში გაიხსნა. ის თბილისთან ახლოს, E60 ავტომაგისტრალის მიმდებარედ და საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. ეს სივრცე სტუმრებს განსხვავებულ გარემოსა და შოპინგის ახალ, სასიამოვნო გამოცდილებას სთავაზობენ.
მთავარი უპირატესობა მუდმივი ფასდაკლებებია. ქალაქის ცენტრში მოქმედ მაღაზიებთან შედარებით, აქ ფასები საგრძნობლად დაბალია და ეს სხვაობა ხშირად 30%-დან 70%-მდე მერყეობს.
რომელი ბრენდებია წარმოდგენილი „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“?
სივრცეში უკვე 30-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდია ხელმისაწვდომი. კოლექციები მოიცავს როგორც სპორტულ, ისე კლასიკურ და პრემიუმ ხაზებს.
სპორტული და ყოველდღიური სამოსი
სპორტული სტილის მოყვარულებისთვის „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ Nike-ის, Adidas-ისა და Puma-ს კოლექციებია ხელმისაწვდომი. ყოველდღიური სამოსის სეგმენტშიც ბრენდების საკმაოდ დიდი არჩევანია, მათ შორის:
პრემიუმ კოლექციები
პრემიუმ სეგმენტი მოიცავს Zadig & Voltaire-ს, Monnalisa-ს, Pollini-ს, Trussardi-ს, Furla-ს, Bimba Y Lola-სა და Adolfo Dominguez-ის კოლექციებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მულტიბრენდული მაღაზია NEW TREND Outlet, სადაც სპეციალურ ფასადაა ხელმისაწვდომი ისეთი ცნობილი ევროპული ბრენდები, როგორებიცაა Dsquared2, Marni, Maison Margiela, Sportmax, Coperni, MSGM, Canali, Corneliani, C.P. Company, Eleventy, JW Anderson და N°21.
აქსესუარები და მულტიბრენდული მაღაზიები
Samsonite, Sani Optics და Shoes Plaza სტუმრებს ჩანთების, ოპტიკისა და ფეხსაცმლის ფართო არჩევანს სთავაზობს. ასორტიმენტს კიდევ უფრო აფართოებს ისეთი მულტიბრენდული მაღაზიები, როგორებიცაა Kids Gallery, Gallery Accent, Salle de Mode, Remember, Regalia და Va Bene. საბავშვო ტანსაცმლის გარდა, ამ მაღაზიებში საჩუქრებისა და სახლის დეკორაციების შეძენაც არის შესაძლებელი.
ბრენდები, რომლებიც საქართველოში პირველად გამოჩნდა
აღსანიშნავია ის ბრენდები, რომლებიც ქართულ ბაზარზე პირველად სწორედ „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ გამოჩნდა. ესპანური Bimba Y Lola და Adolfo Dominguez ევროპაში გამორჩეული კოლექციებითაა ცნობილი, ამიტომ მათი ოფიციალური მაღაზიების გახსნა ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა.
„თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია ბრენდების სრული ჩამონათვალი, სამუშაო საათები და მუდმივად განახლებადი შეთავაზებები.
R