ავტორი:

"თუ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, ეს ბლოკი უბრალოდ დაიშლება" - სერგეი ლავროვი

"თუ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, ეს ბლოკი უბრალოდ დაიშლება" - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ბლოკის დაშლას გამოიწვევს.

  • "ევროკავშირის შიდა პრობლემებიდან გამომდინარე, უკრაინის გაწევრიანება შეიძლება ცუდიც არ იყოს. მაშინ ის უბრალოდ დაიშლება“, - განაცხადა ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მისი მტკიცებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით ისარგებლებენ ისინი, ვისაც ევროკავშირის მილიტარიზაცია სურს.