ავტორი:

ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დაპირისპირების დროს გასაშველებლად მისული ქალი გარდაიცვალა - რა მოხდა კახეთის სოფელში

ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დაპირისპირების დროს გასაშველებლად მისული ქალი გარდაიცვალა - რა მოხდა კახეთის სოფელში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მეზობელი ქალი ემსხვერპლა. ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

  • ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლესთან კონფლიქტის დროს მასზე ფიზიკურად ძალადობდა, რა დროსაც მსხვერპლმა დახმარება ითხოვა.

"დაპირისპირებაში ჩარევა მეზობელმა ქალმა სცადა, რის შემდეგაც ის შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტი გუშინ მოხდა. შემთხვევის გარემოებებს სამართალდამცველები სწავლობენ" - წერს გამოცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილ ქალს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის სავარაუდოდ ნერვიულობის ნიადაგზე დაიღუპა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.