უკრაინისა და მოლდოვის პირველი ნაბიჯები ვნახეთ ევროპული ინტეგრაციისკენ, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო და არ არის რუსეთის ზეწოლისა და რეჟიმის გამო, რომელსაც ძალაუფლება უკავია , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკული ტელეარხ CBS News-სთან საუბარში განაცხადა.
"ქვეყანა, რომელიც განიხილებოდა, როგორც ყველაზე ახლოს ევროკავშირისა და ნატოს კართან.
გუშინ უკრაინისა და მოლდოვის პირველი ნაბიჯები ვნახეთ ამ ევროპული ინტეგრაციისკენ, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო და სადაც საქართველო არ არის რუსეთის ზეწოლის გამო და რეჟიმის გამო, რომელსაც ახლა ძალაუფლება უკავია საქართველოში,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.