ავტორი:

ხელჩართული ჩხუბი ფეხბურთის ფანებს შორის ტაიმზ-სკვერზე - არგენტინისა და ალჟირის ფანებმა ერთმანეთს სცემეს (ვიდეო)

ხელჩართული ჩხუბი ფეხბურთის ფანებს შორის ტაიმზ-სკვერზე - არგენტინისა და ალჟირის ფანებმა ერთმანეთს სცემეს (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატი ტრადიციულად მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს, თუმცა ტურნირის დაწყებიდან ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ამბად არგენტინისა და ალჟირის ქომაგებს შორის მომხდარი დაპირისპირება იქცა. დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

  • შეტაკება ნიუ-იორკში, ტაიმს სკვერზე მოხდა, სადაც არგენტინისა და ალჟირის ეროვნული ნაკრებების ფორმებში გამოწყობილი გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ურტყამენ ერთმანეთს მონაწილეები მუშტებსა და ფეხებს. თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ურთიერთ დაცინვა დაიწყო, რაც მალევე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ადგილზე ვითარების დასამშვიდებლად პოლიცია ჩაერია და დაპირისპირების მონაწილეების დაშლა სცადა.

მომხდარმა სოციალურ ქსელებში მწვავე რეაქცია გამოიწვია.საზოგადოების ნაწილი აღნიშნავდა, რომ მსგავსი ქცევა სპორტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

წყარო