ახლახან შინაგან საქმეთა სამინისტრომ 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია. სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, "ალფა-პვპ", "მეტადონი", "მეფედრონი", "ბუპრენორფინი" და სხვა.
- ზედოზირებით გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა არა მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ეს რიცხვი ძალიან დიდია, ვინაიდან ამაზე ბოლო დროს მშობლებიც ალაპარაკდნენ. ტრაგედიასთან გვაქვს საქმე 18-19-23-25 წლის ახალგაზრდებს ნახულობენ გარდაცვლილებს, ვინც დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ბევრი პირადად მწერს, რომ დაეღუპა ძმა, მეუღლე, შვილი, კომენტარებსაც აღარ ერიდებიან. ადრე მიზეზს მალავდნენ და ამბობდნენ, თითქოს გულით გარდაიცვალა, ან სხვა რამე მიზეზს იგონებდნენ, ისეთი სტიგმატიზებულია ყველაფერი.
განგაშის ზარი დიდი ხანია შემოსაკვრელია, ჩვენ ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე. ყველას ჰგონია, ეს პრობლემა მას არ შეხვდება, აირიდებს და როცა მის ოჯახს და ახლობელს შეეხება, მერე აცნობიერებენ პრობლემის სიმძიმეს.
პორტუგალიაში კანონმდებლობა და ნარკოპოლიტიკა მას მერე შეიცვალა, რაც პრემიერ-მინისტრის შვილი ზედოზირებით გარდაიცვალა. როცა ნარკომანია მისი პირადი ტრაგედია გახდა, მერე დაინტერესდა კანონებით და შეცვალა კანონებიც და მიდგომაც. ღმერთმა ამისგან ყველა დაიფაროს, მაგრამ პირად ტრაგედიებამდე მივდივართ. აქ არც პოლიტიკურ მიკუთვნებულობას აქვს მნიშვნელობა, არც რელიგიურს, არც სექსუალურ იდენტობას და არც არაფერს.
ნარკოტიკის წინაშე ყველა უძლურია, ვინაიდან ის ყველგან შემოდის, თუნდაც დაკეტილ კარში, რადგან დღეს ასეთი სიტუაციაა ქვეყანაში - სტრესი, ტრავმა, დაძაბულობა, დაპირისპირება, ამდენი წელია სტაბილურობას ვერ მივაღწიეთ და ეს ამძიმებს ნარკოვითარებას ქვეყანაში. ნარკოტიკი მიდის იქ, სადაც არის უბედურება, ბულინგი, დაპირისპირება, ერთმანეთის დამცირება...
- ბოლო წლებში გვესმოდა, რომ ქვეყანაში სტაბილურად 50 ათასამდე მუდმივი ნარკომომხმარებელი გვყავს. ეს ციფრი, სავარაუდოდ, გაიზარდა და რატომ, რადგან ადვილად ხელმისაწვდომია ნარკოტიკი თუ მოთხოვნაა დიდი და შესაბამისად, მიწოდებაც იზრდება?
- ბოლო მონაცემებით, საქართველოში 56 000 ნარკომომხმარებელია, 2,2%-ია პრევალენტობა, მაგრამ ეს არის 4 წლის წინანდელი მონაცემები, მას მერე კვლევა არავის ჩაუტარებია. ვფიქრობ, ახლა 60 ათასზე ბევრად მეტი იქნება, იმიტომ, რომ ამ ტიპის ნარკოტიკები 4 წლის წინ ასე გავრცელებული არ იყო. როცა არის მოთხოვნა, იზრდება მოწოდებაც. რაც არ უნდა ამოიღო ნარკოტიკი, თუ მოთხოვნა არ შემცირდა, საშველი არ იქნება. გააჩნია ნარკოტიკს, არის ნარკოტიკი, რომელზეც ფიზიკური დამოკიდებულება არ არის, მაგრამ როცა ლაპარაკია ოპიატზე, მძიმე "ამფეტამინზე", "ბუპრენორფინსა" და სხვა ასეთი ტიპის ნარკოტიკებზე, ისინი ქმნიან მძიმე დამოკიდებულებას. ადამიანები ნებისმიერ გზას იპოვიან იმისათვის, რომ იშოვონ და მოიხმარონ. დღეს ერთს დაიჭერენ, ხვალ მეორეს, ზეგ გაჩნდება მესამე...განაგრძეთ კითხვა