მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თხებს, მცირეწლოვანი ბავშვების მსგავსად, შეუძლიათ ადამიანის ხმის მიმართულებას მიჰყვნენ, რათა დამალული საკვები იპოვონ. ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა, ეს ცხოველები იმაზე გაცილებით განვითარებულები აღმოჩნდნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ციურიხის უნივერსიტეტის მკვლევრებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს: მათ ხის ბარიერის მიღმა ორი ვედრო მოათავსეს, რომელთაგან ერთში უმი პასტა იყო დამალული. მკვლევარი ბარიერის მიღმა იმალებოდა და ხმით მიანიშნებდა ცხოველს, თუ საით იყო "საჩუქარი".
შედეგებმა მეცნიერებიც კი გააოცა. 29 თხიდან 60%-მა პროცენტმა საკვებით სავსე ვედრო სწორედ ადამიანის ხმით იპოვა. როდესაც მკვლევარი ჩუმად იყო, თხების წარმატების მაჩვენებელი შემთხვევითობის დონემდე (47-49%) ეცემოდა.
მკვლევართა თქმით, მსგავსი უნარი შიმპანზეებში არ ფიქსირდება, თუმცა ის ახასიათებთ ძაღლებს. ეს აჩენს ვარაუდს, რომ ასეთი ნიჭი შესაძლოა ცხოველების მოშინაურების პროცესთან იყოს დაკავშირებული.
დოქტორ სტიუარტ უოტსონის განმარტებით, ეს აღმოჩენა გვეხმარება გავიგოთ, როგორ აღიქვამენ ცხოველები სამყაროს, რაც მნიშვნელოვანია მათი კეთილდღეობისთვის.
“ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ ნელ-ნელა ვპოულობთ სულ უფრო მეტ მსგავსებას ადამიანურ კომუნიკაციასა და სხვა სახეობებს შორის“, - დასძენს ტაუნსენდი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თხებმა ადამიანებთან კომუნიკაციის საოცარი უნარი გამოავლინეს. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ:
მეცნიერები ახლა გეგმავენ ექსპერიმენტი გარეულ თხებზეც ჩაატარონ, რათა დაადგინონ, ეს უნარი თანდაყოლილია თუ ადამიანებთან თანაცხოვრების შედეგად შეძენილი.
იხილეთ ასევე: